მუხრან ვახტანგაძე: ჩვენს გუნდს აქვს გეგმა, რომ ხულოში აშენდეს სპორტული სკოლა-ინტერნატი
ხულოში სპორტსმენებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ცნობილი სპორტსმენი მუხრან ვახტანგაძე შეხვდა. შეხვედრისას დეპუტატმა მათ იმ სიახლეებზე ესაუბრა, რასაც სამომავლოდ სპორტსმენებზე ხელშეწყობის მიზნით მმართველი ხელისუფლება გეგმავს. სპორტის განვითარებისთვის ხულოში სპორტული სკოლა-ინტერნატის მშენებლობა იგეგმება. მუნიციპალიტეტში სპორტის სახეობიდან სპორტსმენები ყველაზე დიდ წარმატებას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აღწევენ. მწვრთნელის ინფორმაციით, მათ მოპოვებული აქვთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზები. ორი ათეული წლის განმავლობაში ასეთი წარმატებული 40 სპორტსმენია.
,,აჭარის რეგიონიდან არაერთი ცნობილი სპორტსმენები გვყავს, მსოფლიო ევროპის ჩემპიონები ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო ჩემპიონი დიდებში – ჩემი სახით. მინდა ვთქვა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ცნობილი სპორტსმენებით. ხოლო რაც შეეხება პირობებს, ეს დამოკიდებული არის ინფრასტრუქტურასა და შესაბამის პირობებზე. ჩვენს გუნდს აქვს გეგმა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში აშენდეს სპორტული სკოლა-ინტერნატი. ჩვენი ინიციატივით, ასევე, გვინდა, რომ მომავალში მწვრთნელს მიენიჭოს პედაგოგის სტატუსი, რადგან თითოეული სპორტსმენის გამარჯვება კარგ მწვრთნელზეა დამოკიდებული, ამიტომ მათ საქმიანობას დაფასება სჭირდება”, -აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი