გიორგი გოგლიჩიძე: სასიამოვნოა, როცა საწარმო, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული, კიდევ უფრო ვითარდება

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გიორგი გოგლიჩიძე შპს ,,მეტალოლამის” თანამშრომლებს შეხვდა. ზესტაფონის მერობის კანდიდატი დასაქმებულთა პრობლემებს გაეცნო და თავისი საარჩევნო პროგრამაზეც მიაწოდა ინფორმაცია.
,,სასიამოვნოა, როცა საწარმო, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული, კიდევ უფრო ვითარდება, ის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოშის” ნაწილია და მისმა დამფუძნებლებმა სწორედ ამ პროგრამის დახმარებით შეძლეს წარმოების შექმნა და განვითარება, რომელიც ახლა დასაქმების სერიოზული კერაა.” მეტალოლამს”, ამავე დროს,  სერიოზული შენატანები აქვს ბიუჯეტშიც. ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერისა და ბიზნესის ხელშეწყობის ძალიან კარგი მაგალითი, რაც გულისხმობს მეტ სამუშაო ადგილსა და მეტ საბიუჯეტო შემოსავალს. ეს არის მმართველი გუნდის ხელშეწყობით მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება ჩვენთვის პროიორიტეტულია”,  – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.



კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები