ბაღდათის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სამამულო ომის ვეტერანები მოინახულეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ – შალვა მშვილდაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ მარეხ მშვენიერაძესთან, საკრებულოს დეპუტატებსა და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ობჩასა და დიდველაში მცხოვრები ვეტერანები მოინახულეს.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მაღალჩინოსნებმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს: დავით ბურჯანაძეს, ნონა აგიაშვილსა და რენე ყიფიანს სახლში ესტუმრნენ და ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესვე სამამულო ომის მონაწილეებს ტკბილეული და ფულადი დახმარება გადასცეს“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები