აკაკი ზოიძე: სანდრა რულოვსი და „ნაცმოძრაობა“ დებატებს გაექცნენ, სანაცვლოდ შემოგვთავაზეს სპექტაკლი, რაც მათთვის დამახასიათებელია

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსსა და „ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი აქვთ  საპასუხო “ქართული ოცნების” კანდიდატისთვის.
,,ისინი დებატებს გაექცნენ, შემოგვთავაზეს იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩევლისა და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება საქმეზე ორიენტირებული დებატები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ცივილიზებულ ფორმატს – სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, თუკი პატიოსანი თამაშის წესების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას”, – აცხადებს ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები