მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა. ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და სენატის თავმჯდომარესთან.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური ფორუმის გახსნაში, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.
„ყაზახეთი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივები, ასევე, განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც შეეხება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ სექტორსა და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობებს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები