პრემიერი: თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება

„თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება“, – როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაფინანსების ზრდა დედაქალაქში, მათ შორის, ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას უკავშირდება.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, ე.წ ყვითელ ავტობუსებს წლის ბოლომდე ახალი და თანამედროვე ავტობუსებით ჩავანაცვლებთ. ამასთან ერთად, მომავალი წლიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აქედან გამომდინარეც არის მიღებული მათთვის რესურსის გაზრდის გადწყვეტილება”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები