ვახტანგ ბერიძე: ჩვენს სოფლებში მნიშვნელოვანია გზა, წყალი, შუქი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.  ვახტანგ ბერიძე დეკანაშვილების, უჩხოს, გუდასახოსა და ოქრუაშვილების მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სოფლებში, ძირითადად, სანიაღვრე არხების, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგების, უჩხოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები დაასახელეს.  მოქალაქეები კანდიდატს ინდივიდურ პრობლემებზეც ესაუბრნენ. ვახტანგ ბერიძე, გამარჯვების შემთხვევაში, მათ ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრას პარლამენტის ვიცესპიკერი, ილო ნაკაშიძეც დაესწრო.

,,ჩვენს სოფლებში მნიშვნელოვანია გზა, წყალი, შუქი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივების ყოფის გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურა რომ იქნება მოწესრიგებული, აუცილებლად შემოვა მეტი ტურისტი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივთა ეკონომიურ და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზნების განხორციელებისთვის მინდა, გავხდე თქვენი მერი და ყველა არსებული პრობლემა თქვენთან ერთად გადავჭრა –  ეს იქნება ინდივიდური თუ სოფლის საერთო. ძირკვაძეებში არის გზისა და სანიაღვრე არხების პრობლემა, გუდასახოში კი გზასთან ერთად სასმელი წყლის სისტემაა მოსაწესრიგებელი, უჩხოში სკოლაა სარეაბილიტაციო, ოქრუაშვილებში კი სარწყავი არხის რეაბილიტაციაა ჩასატარებული. ფაქტობრივად, ადგილობრივების მიერ დასახელებული პრობლემები ჩემთვის ცნობილია. მე მათ შევპირდი, რომ, თუ დამიჭერენ მხარს, და მჯერა, ასეც იქნება, მე ვიქნები მათ გვერდით”, – აღნიშნა  ვახტანგ ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხულოში შუალედურ არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები