მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე: კომისია დღეს დამტკიცდება და აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი დაიწყება

„დავით გარეჯის საკითხზე კომისია დღეს დამტკიცდება, მისი ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება და აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი დაიწყება“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება მიღებული.
„დავით გარეჯის საკითხი ძალიან მგრძნობიარე თემაა ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის და ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიღწეულია შეთანხმება, იქმნება კომისია. დღეს დამტკიცდება ის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მისი ხელმძღვანელი. დაიწყება დიალოგი აზერბაიჯანულ მხარესთან, იქაც გაკეთდება მსგავსი კომისია და ამ პერიოდის განმალობაში ჩვეულებრივად იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსზე. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და აქ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორედ ამ სულისკვეთებით იქნება მიღებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები