სოფო ქაცარავა: საქართველოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, ამ ეტაპზე, არ ემუქრება, თუმცა რეალური გამოწვევები არსებობს

“საქართველოს ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, ამ ეტაპზე, არ ემუქრება, თუმცა რეალური გამოწვევები არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.
„საფრანგეთის მინისტრმა ვითარება ძალიან რეალისტურად შეაფასა, რაც თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით არსებობს. დღის წესრიგში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედება არ დგას, თუმცა, როგორც საფრანგეთის შს მინისტრმა თქვა, ეს მომავალში არ გამოირიცხება და რეალური გამოწვევები არსებობს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგეს”, – განაცხადა ქაცარავამ.
დეპუტატის მოსაზრებით, ბალანსია დასაცავი, ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის სიკეთე დაიცვას, თუმცა კეთილსინდისიერი მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაირღვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები