სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე მოიწამლა

სენაკის მეორე საჯარო სკოლიდან 18 მოსწავლე ინტოქსიკაციით უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. კონკრეტულად რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, უცნობია.
როგორც სენაკის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, ბავშვებს თავბრუს ხვევა, გულისრევის შეგრძნება და ალერგიული გამონაყარი აღენიშნებოდათ. მისივე ინფორმაციით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდების ნაწილმა უკვე დატოვა საავადმყოფო, ნაწილი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და დღის ბოლომდე ისინიც დატოვებენ კლინიკას.
“ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ბუნებრივი აირით მოწამვლა გამოირიცხა.  კომპანიამ უკვე მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლას გაზის მიწოდება 15 აპრილიდან შეუწყდა”, – განაცხადა ლევან კუპრეიშვილმა “კვირასთან” საუბრისას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბავშვების მოწამვლის მიზეზი  გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები