გიორგი შენგელია, “კარდაკარის პრინციპით”, მაცხოვრის კარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი შენგელია მაცხოვრის კარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას “კარდაკარის პრინციპით” შეხვდა. შენგელიამ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებისგან პრობლემები მოისმინა.
“დღეს შევხვდით ცაბაძისა და ხორავას ქუჩის მოსახლეობას. მოსახლეობა, ძირითადად, ითხოვს არსებული ასფალტის გზის რეაბილიტაციას, თუმცა, როგორც კი დასრულდება წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული პრობლემაც დროულად მოგვარდება“, – აღნიშნა შენგელიამ.