ზაზა გაბუნია: სამების ტაძრის აშენებისა და მოხატვის სამუშაოებს წლებია, ფონდი “ქართუ” ახორციელებს

“უწმინდესის მიერ ქართველის ერის პორტრეტად წოდებული სამების ტაძრის აშენების, მისი მოხატვის სამუშაოებს წლებია, ფონდი “ქართუ” ახორციელებს. ამ საქმეებშია 900-ზე მეტი ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ათასობით სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პატრიოტული პოზიცია და კეთილი ნება, მას ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა ამ დიდი საქმის კეთებას და მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი შესაძლოა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გადარჩენილიყო
“იმის მიუხედავად, ამა თუ იმ წელს ქვეყანაში არჩევნები იყო თუ არა – 1995 წლიდან მოყოლებული, თითქმის სამი ათეული წელია, ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის აკეთებს, ჯერჯერობით, უმაგალითო და უპრეცედენტო საქმეებს, მათ შორისაა უწმინდესის მიერ ქართველის ერის პორტრეტად წოდებული სამების ტაძრის აშენება, ახლა მისი მოხატვის სამუშაოები, რომლებსაც წლებია, ფონდი “ქართუ” ახორციელებს. ამ საქმეებშია 900-ზე მეტი ეკლესიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია და ათასობით სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი.
რომ არა მისი ეს პატრიოტული პოზიცია და კეთილი ნება, ცხადია, რომ ვერავინ და ვერაფერი აიძულებდა ამ დიდი საქმის კეთებას და, მეორე მხრივ, რომ არა ეს სიკეთე, მატერიალური კულტურის უამრავი ძეგლი შესაძლოა, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გადარჩენილიყო და რას ვეუბნებით ამის სანაცვლოდ? ან დუმილია ან უარეს შემთხვევაში კრიტიკა. წარმოუდგენელი რეაქციაა, ყოველ შემთხვევაში, მე მართლა არ მსმენია, რომ რომელიმე ქვეყანას ამ მასშტაბის მეცენატი და ქველმოქმედი ჰყავდეს და დიდი საქმეების გამო მის მიმართ ისმოდეს კრიტიკა”,- წერს ზაზა გაბუნია
დეპუტატი ყურადღებას ოპონენტების განცხადებებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მათი სურვილი, კალენდარული შეზღუდვებიც კი დაუწესონ ქველმოქმედებას, გამიზნული მზაკვრობაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
“პოლიტიკური ოპონენტობის გამო კი ქველმოქმედებას დაუწესო შეზღუდვები, მათ შორის – კალენდარული შეზღუდვები, არნახული ინფალტილიზმია ან გამიზნული მზაკვრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა კარგ და დიდ საქმეებს და ხალხისა და ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს, რომ მან გააგრძელოს ასეთი საქმეების კეთება”,- აცხადებს ზაზა გაბუნია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები