ნეკრესის ხეობაში მთიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია
მდინარე ნეკრესის ხეობაში მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო. შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, გეოლოგებთან ერთად, დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლასა და პრევენციულ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, პროცესებში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფიც, რომელიც, შეტყობინების მიღებისთანავე, ნეკრესის ხეობაში თბილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა.
დაგუბებული წყლის კალაპოტში დაბრუნება მძიმე ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალის მეშვეობით უსაფრთხოდ განხორციელდა.