სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა ქველაძეს მარნეულის საარჩევნო კომისიის წევრობის უფლება შეუჩერდა
ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლებით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლაშა ქველაძეს საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრობის უფლება ოთხი წლის ვადით შეუჩერდა. შესაბამისად, ქველაძე საოლქო კომისიაში ივანე პეტრიაშვილმა ჩაანაცვლა. ქველაძე საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ წარმომადგენლის ფუნქციით ისარგებლებს.
ლაშა ქველაძეს საოლქო კომისიაში წევრობის უფლება მას შემდეგ შეუჩერდა, რაც პოლიციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, გიორგი თაბუკაშვილმა “კვირასთან” საუბარში განაცხადა, რომ ლაშა ქველაძემ 23 აპრილს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.