ედიშერ გვენეტაძე: სიკეთის კეთებას ვერანაირი ძალა შეაწყვეტინებს სამშობლოსთვის დამაშვრალ ქართველ მეცენატს

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენასა და მის სრულ რესტავრაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საზოგადო, პოლიტიკური მოღვაწე და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავის მამულიშვილურ საქმიანობას. უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა, რომ ის განახორციელებს საქართველოში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებლის, ანდრია პირველწოდებულის სახელთან დაკავშირებულ და თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის (პირველი საეპისკოპოსო ეკლესია სწორედ აქ დააარსა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა) აღდგენასა და მის სრულ რესტავრაციას. უეჭველია, რა ესმებათ მრავალთაგან კიდევ ერთი „ესე ამბავი“ ქველმოქმედებისა – ოპოზიციას, ზოგიერთ არასამთავრობოსა და მოშურნეებს, იწყებენ უნისონში დიდ ხმაურს ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ. ადამიანს უნებლიეთ გაგახსენდება სულხან-საბასეული: „შური არს მწუხარებაჲ სხვისა კეთილსა ზედა”. მავანთ ისე იცოდნენ – სიკეთის კეთებას ვერანაირი ძალა  შეაწყვეტინებს სამშობლოსთვის დამაშვრალ ქართველ მეცენატს. და იქვე: „შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან, რასა იქმან“(ლუკ. 3, 34)“, – წერს ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები