გიგა ბოკერია: ნაფიცი მსაჯულები რწმენის ამბავს საზღვრავენ, ჩვენი გუნდის შეცდომა იყო, რომ ეს გვიან შემოვიღეთ

“საუბარი, რომ ხალხს ვერ ვენდობით, კომპეტენტურები არ არიან, აბსურდია, რადგან ნაფიცი მსაჯულები იურიდიულ საკითხებს არ საზღვრავენ, ისინი რწმენის ამბავს საზღვრავენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობის” შეცდომა იყო, რომ “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი” გვიან შემოიღეს.
„ეს მექანიზმი ერთადერთია, რომ მხარეებს შორის რეალური შეჯიბრობითობა იყოს. ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის მაგალითია – დამოუკიდებელი სასამართლოს თვალსაზრისით, მოქალაქეთა ნდობა და ეს ტრადიცია “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე” დაყდნობით შეიქმნა. საუბარი, რომ ხალხს ვერ ვენდობით, ის კომპეტენტური არ არიან, აბსურდია, რადგან ნაფიცი მსაჯულები იურიდიულ საკითხებს არ საზღვრავენ, ისინი რწმენის ამბავს საზღვრავენ. შინაგან რწმენაში პროფესიონალიზმი არ არსებობს. ჩემი ხელისუფლების, ჩემი გუნდის შეცდომა იყო ამ ინსტიტუტის ძალიან გვიან შემოღება, მაგრამ ეს მოხდა. გვიან შემოვიღეთ, მაგრამ მისი გაფართოების გეგმა იყო. „ქართულმა ოცნებამ” კი, პირველივე მარცხის შემდეგ, ეს ყველაფერი “დააკონსერვა”en. ირაკლი ღარიბაშვილმა წაგებული პროცესის შემდეგ თქვა, რომ ეს წინა რეჟიმის ბოროტი გადმონაშთიაო. ეს თქვა, რადგან პროკურატურამ საქმე წააგო”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები