დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ვიზიტი ბრიტანეთში დასრულდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ნინო გოგუაძის ხელმძღვანელობით, ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის პარლამენტში დეზინფორმაციის საკითხებზე ჩატარებული თემატური მოკვლევის შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, დამიან ქოლინს შეხვდა, რომელმაც მიმდინარე წელს დეზინფორმაციის საკითხებზე ბრიტანეთის პარლამენტში თემატური მოკვლევა ჩაატარა და ქართველ კოლეგებს გამოცდილება, გამოწვევები და მიგნებები  გაუზიარა. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, დაესწრნენ თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენებს, შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თანამშრომლებს – დანიელ ვეიზსა და მარკ ესერტონს, სადაც საკომიტეტო მოკვლევის ტექნიკასა და პროცედურებზე ისაუბრეს.
დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი კვლევით ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან უსაფრთხოების საკითხებში – მარკ მილერთან, სოციალური მედიის კვლევის ცენტრის კვლევით დირექტორთან – ჯეიმს ნიქსისთან, ასევე, ჩათჰამ ჰაუსის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამის ხელმძღვანელთან – ევან ლოუსონთან, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთან და საინფორმაციო ომი და რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მკვლევართან, ედვარდ ლუკასთან.
განხილვის თემას რუსეთის მიერ დეზინფორმაციის, როგორც ჰიბრიდული ომის მეთოდის გამოყენებას, საფრთხის გავრცელების გლობალურ მასშტაბსა და ამ პროცესში სოციალური მედიის როლს, გამოწვევებსა და ერთიანი ბრძოლის მექანიზმების შემუშავების მხრივ თანამშრომლობის საკითხებს ეხებოდა.
ბრიტანეთში დელეგაციის შემადგენლობაში მოკვლევის ჯგუფის წევრები: ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და გიორგი კანდელაკი იმყოფებოდნენ.
ვიზიტი „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები