ოხანაშვილი მოსამართლეთა შერჩევაზე: უზრუნველვყავით მრავალეტაპიანი პროცედურის გაწერა, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს პროცესის წარმართვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანლის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტში ჩადებულია ყველა გარანტია, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.
მისი თქმით, ინტერესთა ყველანაირი კონფლიქტი გამორიცხულია.
„ტექნიკურ საკითხებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რამე დაბრკოლებას კონკრეტული პირის შესაძლო კანდიდატურასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ჩვენ უზრუნველვყავით მრავალეტაპიანი პროცედურის გაწერა, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს პროცესის წარმართვა და, შესაბამისად, პარლამენტს მოგვეცეს შესაძლებლობა, შევარჩიოთ საუკეთესო კანდიდატები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა სასტუმრო „რედისონში“, სადაც ის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმას აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები