გიორგი გოგლიჩიძე: ხიჯაკაძე „ნაცმოძრაობის“ ტყვეობაში მოექცა, საარჩევნო კამპანია სიცრუეზე ააგო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამის შესახებ გოგლიჩიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
მან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატის, ბაქარ ხიჯაკაძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხიჯაკაძემ საარჩევნო კამპანია სიცრუეზე ააგო.
“საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, თუ არ ჩავთვლით ოპონენტებისაგან ხელოვნურ დაძაბვას, თითქოს, რაიმე ხდება; თითქოს ზეწოლები მიმდინარეობს, რაც აბსურდულია. ყოველდღიურ რეჟიმში, მშვიდ გარემოში ხვდებიან ისინი მოსახლეობას. არის რიგი შემთხვევები, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გამოვა და თავის საარჩევნო კამპანიას აგებს სიცრუეზე, რაც არის ძალიან ცუდი. როგორც ეტყობა, მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება. ის იყო ყოფილი პროკურორი და ეტყობა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ჰქონდათ წლების განმავლობაში აწყობილი სიცრუის ტირაჟირება, ისიც მოექცა მათ ტყვეობაში, მანაც განაგრძო იგივე გზა. პირველივე დღესვე, როცა პირველი პრესკონფერენცია გააკეთა ცენტრალურ მოედანზე, განაცხადა, თითქოს, იქ ფილები აყარეს ხელფასის გადაუხდელობის გამო, რაც იყო მტკნარი სიცრუე. ის იყო დაწუნებული ზედამხედველობის სამსახურის მიერ, შესაბამისი სტრუქტურისგან კონტრაქტორ ფირმას მიეთითა და უხარისხოდ დაგებული ფილები აყარეს. მათ ეს გამოიყენეს, თითქოს, სენსაციურ მოვლენად, რომ არ გადაუხადეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება და დაიწყეს სიცრუის ტირაჟირება, რაც არის ძალიან ცუდი, როცა ადამიანი შემოდის პოლტიკაში და პირველივე დღიდანვე სიცრუეს იწყებს. საზოგადოება ამას ნათლად ხედავს. აქედან გამომდინარე, 19 მაისს სათანადო პასუხს გასცემს მას“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.


თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები