ხულოში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხულოში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, და მოქალაქეები სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამამულო ომში დაღუპულები გაიხსენეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ნადიმ ვასაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ – ჯუმბერ დიმიტრაძემ. ღონისძიებაზე ა(ა)იპ „ხულოს კულტურის ცენტრთან“ არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა „ხულო“ წარმოადგინა სამამულო ომის თემატიკასთან დაკავშირებული მუსიკალური ნომრები. დაბა ხულოს საჯარო სკოლის ბავშვებმა კი ლექსები წაიკითხეს“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 ადამიანი გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები