გივი მოდებაძე : ბერეთისის მოსახლეობას წელს ახალი ასფალტირებული გზა ექნება
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში დღეს კანდიდატი სოფელ ზედა ბერეთისისა და ქვედა ბერეთისის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა კანდიდატს ის საკითხები გააცნეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია.
“მოვდივარ ჭიათურის მერად, რათა ვემსახურო ჭიათურის მოსახლეობას, ვიდგე თქვენს სამსახურში და ვიზრუნო ჭიათურის განვითარებაზე. როგორც ქვედა ბერეთისის, ისე ზედა ბერეთისის მიმართულებით ჩვენ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ვახორციელებთ. წლების მანძილზე სოფელს არ ჰქონდა ცენტრალური გზა და ჩვენ ორივე სოფლის მიმართულებით ვაწესრიგებთ გზებს. გამარჯვების შემთხვევაში, ჭიათურის მერიისგან მიიღებთ კიდევ მეტ სიკეთეს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.