მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა

ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ძეგლს, ნაგებობას,- ამის შესახებ ფრაქცია ,, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი უსუსური არგუმენტებით და ნეგატიური პიარით ცდილობენ ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ.

,,დღეს ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთში, სადაც საერთოდ არჩევნებზე არ არის საუბარი. სამების ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებითაც იყო გამოხტომები, თითქოს ეს ხდება საარჩევნო მიზნებისთვის, რაც აბსოლუტური აბსურდია. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ნაგებობებს, ძეგლებს და გამუდმებით ეწევა ამ ქველმოქმედებას. ძალიან მიკვირს როგორ ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ასეთი კეთილშობილური საქმის გაკრიტიკებას და აქაც იმის მცდელობას, რომ რაღაცნაირად ესეც ნეგატივში გადაიტანონ. ნეგატივში გადაიტანონ ქველმოქმედება, ეკლესია მონასტრების მოვლა და რეაბილიტაცია. ეს არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებისგან შემდგარი ნეგატიური პიარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღეს პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ძეგლები შეუზღუდავად ფინანსდება, რათა სიძველეები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები