გიორგი შენგელია კარდაკარ გრიბოედოვისა და ჩილაჩავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

წინასაარჩვენო კამპანიის ფარგლებში, დღეს ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  კანდიდატი გიორგი შენგელია კარდაკარ გრიბოედოვისა და ჩილაჩავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.  შენგელიამ მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივებისგან პრობლემები მოისმინა.
“საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განვაგრძობთ შეხვედრებს და დღეს შევხვდით გრიბოედოვისა და ჩილაჩავას ქუჩის მოსახლეობას. მოსახლეობა ძირითადად აფიქსირებს ასფალატის საფარის არარსებობის პრობლემას, სანიაღვრე არხების მოწყობის პრობლემას. გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობას სურს, რომ გაკეთთდეს მინისტადიონი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აღნიშნული პრობლემები დროულად მოგვარდეს“,-აღნიშნა შენგელიამ.
კარდაკარ შეხვედრის შემდეგ გიორგი შენგელია ახალკახათში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. მანამდე კი, მერობის მმართველი გუნდის კანდიდატმა სოფლის ცენტრში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები