გიორგი გოგლიჩიძე: 19 მაისს შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც ბევრი საქმე აქვს გაკეთებული
მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატი, პარლამენტარ კობა ლურსმანაშვილთან ერთად, ილემის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რომელთა გაკეთებაც ილემში იგეგმება.
,,ილემის მოსახლეობა, ძირითადად, სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. 2019 წელს აქ გაკეთდება გზა, გარემონტდება საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს და გაგრძელდება საუბნო გზების მოშანდაგება, სოფელი ჩასმულია გაზიფიცირების პროექტში, მალე დაიწყება სოფლის მხარდაჭერის პროექტების განხორციელება. მე მათ მომცეს იმედი, რომ რომ 19 მაისს შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც ბევრი საქმე აქვს გაკეთებული. ჩემი გამარჯვების შემდეგ არა მარტო ილემში, არამედ მთელს მუნიციპალიტეტში სამუშაო ფრონტი გაიშლება”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გიორგი გოგლიჩიძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
,,რამდენიმე დღეა, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძის მხარდასაჭერად ვიმყოფები და ვხედავ, რომ ის უალტერნატივო კანდიდატია. მჯერა, რომ 19 მაისს გაიმარჯვებს კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და ამას ხელს ვერავინ შეუშლის, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. გიორგი გოგლიჩიძე გახსნის მერიის კარებს თქვენთვის და ყველა მოქალაქეს დაეხმარება პრობლემების მოგვარებაში”, – განახცადა კობა ლურსმანაშვილმა.