“სამარცხვინოა, რომ “ნაციონალები” ახლა “მხედრიონელებს” შეუერთდნენ”- საპროტესტო აქცია დარჩელში (ვიდეო) 

“ჩემი თვალით ვნახე, ბარამიძე ტანკში იჯდა და იქედან გასროლილმა ტყვიამ ახალგაზრდა ბიჭი იმსხვერპლა, ჩვენ არ დავუშვებთ ამ ხალხის აქ “ბოგინს”, – ამ განცხადებებით ზუგდიდის მუნიციპილიტეტის სოფელ დარჩელში ყოფილი “მხედრიონელების” წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა ბანერებიც მოამზადეს:  “ეს სოფელი მხედრიონელმა ბარამიძემ გადაწვა” ,  “მხედრიონი სანდრას გვერდშია” “ბარამიძე მხედრიონელია”, “სისხლიანი მხედრიონი, სისხლიანი ბარამიძე, – ეწერა ბანერებზე.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ ზუგდიდის მერის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, სანდრა რულოვსი მათ სოფელში საარჩევნო შეხვედრების გასამართად მივიდეს, რადგან სწორედ მისი პარტიის წევრია გიორგი ბარამიძე.
“გავიგეთ, რომ “მხედრიონელები” გარკვეულ პარტიას უჭერენ მხარს. “მხედრიონელებმა” აქ 29 ოჯახი გადაწვეს, დახოცეს პირუტყვი, ფრინველი, ცოცხალი არსება არ დატოვეს. ხალხი შიშისგან გაიქცა და გაიხიზნა. ეს ხალხი მოდის და უნდა, რომ არჩევნებში მხარი დავუჭიროთ?! არ დავუშვებთ ჩვენ ამას. კარდაკარ ვივლით, რომ ეს ხალხი დარჩელში არ შემოვუშვათ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები