“ეს სოფელი “მხედრიონელმა” ბარამიძემ გადაწვა” – დარჩელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას აპროტესტებენ ისინი ბანერებით შეიკრიბნენ, რომლებზეც წერია: “ეს სოფელი “მხედრიონელმა” ბარამიძემ გადაწვა”, “მხედრიონი” სანდრას გვერდშია”, “ბარამიძე “მხედრიონელია”, “სისხლიანი “მხედრიონი”, სისხლიანი ბარამიძე”.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის დაუშვებელია ყოფილი “მხედრიონელის” ზუგდიდის მერის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩართულობა და ისინი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, სანდრა რულოვსს მათ სოფელში შეხვედრების გასამართად არ შეუშვებენ. “გავიგეთ, რომ “მხედრიონელები” გარკვეულ პარტიას უჭერენ მხარს. მათ აქ 29 ოჯახი გადაწვეს, დახოცეს პირუტყვი, ფრინველი, ცოცხალი არსება არ დატოვეს. ხალხი შიშისგან გაიქცა და გაიხიზნა. ეს ხალხი მოდის და უნდა, რომ დარჩელში მხარი დავუჭიროთ?! არ დავუშვებთ ჩვენ ამას. კარდაკარ ვივლით, რომ ეს ხალხი დარჩელში არ შემოვუშვათ “, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.