ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 7 კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინა იძულებით გადაადგილებულ 1 747 ოჯახს გადაეცემა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი – სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები