გიორგი გოგლიჩიძემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. კანდიდატმა, ღონისძიების მონაწილეებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ომის გმირების – ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის მემორიალები. გიორგი გოგლიჩიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი შორაპანსა და სანახშირეშიც მიაგო.
“9 მაისი არის ბოროტებასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს ამ გამარჯვებიდან შესრულდა 74 წელი, რასაც ვულოცავ ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვა არის დასაფასებელი. საწყენია, რომ მათგან მხოლოდ თორმეტია დარჩენილი. მე მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ”, – განახცადა გიორგი გოგლიჩიძემ.
ვეტერანებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ამასთან, ისინი ერთჯერად – 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.
მეორე მსოფლიო ომში 12 600 ზესტაფონელი იბრძოდა. მათგან ოჯახს ნახევარი დაუბრუნდა.