ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელი საზეიმოდ აღინიშნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის სამსახურის უფროსმა – თენგიზ მუზაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტრადიციულად, შინმოუსვლელთა მემორიალთან, კულტურის სახლის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
,,დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო იმ ადამიანებს, იმ ვეტერანებს, რომელთა მხრებზეც გადაიარა მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილმა. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად გვაკლდებიან ჩვენი დროის გმირები. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 3000-მდე მეომარი იბრძოდა, მათგან მხოლოდ 500 დაუბრუნდა მშობლიურ მიწა-წყალს. მინდა, ჩვენს ვეტერანებს დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.
ცნობისთვის, ბოლნისში, დღეის მდგომარეობით, 6 ვეტერანია რეგისტრირებული. ყველა მათგანს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 600, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ლარი ჩაერიცხა.