დედოფლისწყაროში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
დედოფლისწყაროში მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
საზოგადოებას ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა – მეუფე დიმიტრი კაპანაძემ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა – ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ – ნუგზარ პაპიაშვილმა, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელმა – მალხაზ ლომსიანიძემ და საკრებულოს წევრმა – მიხეილ ბახუტაშვილმა მიულოცეს.
ფაშიზმზე გამარჯვებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წელს მეორე მსოფლიო ომის ოთხი ვეტერანი აღნიშნავს: იოსებ ნატროშვილი, ნიკო შანშიაშვილი, რევაზ ჯანიაშვილი და ზურაბ სულაშვილი. თითოეული მათგანი ცენტრალური ბიუჯეტიდან 600 ლარს, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარსა და სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს. შინმოუსვლელთა მემორიალთან გამართულ ღონისძიებას ერთი მათგანი – 94 წლის ზურაბ სულაშვილი დაესწრო.