გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულა.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე – ფაშიზმე გამარჯვების დღე. დღეს ჩვენ მოვინახულეთ ჩვენი ღირსეული ვეტერანები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვყავს ოთხი ადგილობრივი და ოთხი დევნილი ვეტერანი. ძალიან დასაფასებელია ამ ადამიანების თავგანწირვა, ამ ადამიანების თავდადება სამშობლოსთვის. ჩვენ მოვისმინეთ მათგან ისტორიები, რაც თავს გადახდათ. ბაბუაჩემი, გრიშა შენგელიაც ომის ვეტერანი იყო. ბავშვობაში ძალიან ხშირად მიყვებოდა ომის შესახებ ისტორიებს და, ფაქტობრივად, ამ ისტორიებზე ვარ გაზრდილი”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდში უხუცესი ვეტერანი 96 წლის კაპიტონ კვირკველიაა.
შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომის შედეგად, საქართველომ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.