ირაკლი კობახიძე: სუს-ის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, აშკარა იყო საფრთხე კონკრეტული ოჯახის მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები დანაშაულის პრევენციას ემსახურება. მისივე თქმით, ჩანაწერის მიხედვით აშკარა იყო საფრთხე კონკრეტული ოჯახის მიმართ.
„მე არ ვიცი, ის ჩანაწერი იურიდიული კვალიფიკაციის კუთხით იძლევა თუ არა ამ ეტაპზე დაკავების შესაძლებლობას, ამაზე პასუხი უნდა გასცენ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა. თუმცა, თავისთავად, ამ ინფორმაციის საჯაროობა იყო მნიშვნელოვანი, რადგან ის ემსახურება დანაშაულის პრევენციას. თქვენ ხედავდით, რომ ეს არ იყო, უბრალოდ, აღშფოთებული ადამიანის საუბარი – კონკრეტული დავალება იყო გაცემული ოჯახის წვერზე. აქედან გამომდინარე, აშკარა იყო საფრთხე კონკრეტული ოჯახის მიმართ, ამ საფრთხეს სჭირდებოდა პრევენცია და ძალიან კარგია, რომ სუს-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია. რაც შეეხება ბრალდების სტანდარტს – ამასთან დაკავშირებით პასუხი უნდა გაგცეთ სუს-მა, სამართალდამცავმა ორგანოებმა“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები