ხულოში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ხულოში, ტრადიციულად, დაღუპულთა მემორიალთან აღნიშნეს. მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან, ხულოს საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივები შეიკრიბნენ, მოსწავლეებმა კი ომის თემატიკაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.
“დღევანდელი დღე განსაკუთრებულია კაცობრიობის ისტორიაში – ბოროტებასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მე მინდა, თითოეულ ვეტერანს, ომის მონაწილე ქართველ გმირს მივულოცო ეს დღე. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო გამარჯვების მოსაპოვებლად. მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ხოლო ცოცხლებს ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ“, – აღნიშნა ხულოს მერობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადიმ ვასაძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები