ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პირი დააკავეს

“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი პირი დააკავეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 1983 წელს დაბადებული და 1958 წელს დაბადებული მოქალაქეები დააკავეს.
 
პოლიციამ, ასევე, ერთი პირი – 1969 წელს დაბადებული თ. ფ. საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებისთვის, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია” გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის 174-ე 16 პრიმა მუხლით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები