გივი მოდებაძე: “ჯორჯიან მანგანეზის” ჩართულობით ჭიათურაში ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას ვაპირებ
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გივი მოდებაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი აქტიურად ხვდება მაღაროელებსაც და, ამჯერად, შუქრუთის მაღაროს თანამშრომლებს შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა მაღაროელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მათ ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა.
“ჭიათურა არის მაღაროელთა ქალაქი და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტს აკეთებთ ჭიათურისთვის. გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას, ამავდროულად, მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედიც. მე მაქვს ჩვენი, მაღაროელთა ქალაქის განვითარების სწორი გეგმა და ამას ერთობლივად ვნახავთ, გამარჯვებიდან რამდენიმე წელში. “ჯორჯიან მანგანეზის” ჩართულობით ჭიათურაში ბევრი კარგი პროექტის განვახორციელებას ვაპირებ”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.