კურტ ვოლკერი: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მკაცრად მოსთხოვა

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, -ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ელჩმა ნატოში, მაკკეინის ,,საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორმა კურტ ვოკერმა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში.

,,მე ვფიქრობ, რომ ევროპაში არის მდგომარეობა, როდესაც დასავლეთ ევროპამ დაკარგა მოთმინება რუსეთთან მიმართებაში, მათ სცადეს მოლაპარაკებები ოფიციალურ მოსკოვთან, თუმცა მიზანს ვერასდროს მიაღწიეს, რადგან კრემლი ყოველთვის ისე იქცევა, რაც თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის. ამ თემაზე საუბრისას მინდა, ასევე, შევაფასო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან, რომელიც შედეგიანი აღმოჩნდა.

შეხვედრის შემდეგ მაკრონმა მკაცრად მოსთხოვა რუსეთს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება,”- განცხადა კურტ ვოლკერმა.

მან ყურადღება საქართველოში ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზეც გაამახვილა და აღნიშნა,რომ მასზე მნიშვნელოვან გავლენას რეგიონის ქვეყნებში ვალუტების გაუფასურება და რყევები ახდენს.

,,ნატოში წარმატებული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. თქვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურება და მუდმივი რყევები. მაგალითად, თურქული ლირის გაუფასეურებას შეუძლებელია გავლენა არ ჰქონდეს ქართულ ლარზე“,- აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები