ირმა ინაშვილი: პანკისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ტერორიზმს გმობს

„თუ ჩანაწერი უტყუარია, სახელმწიფო ვალდებულია, სამართლებრივი პროცესი განახორციელოს და იმ პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს, რომლებიც ამ ჩანაწერში მონაწილეობენ”, – ამის შესახებ
პარლამენტის ვიცესპიკერმა, ირმა ინაშვილმა სუს-ის მიერ გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩანაწერის ავთენტურობა და განზრახვის უეჭველობა უნდა დადგინდეს.
„უნდა დადგინდეს ჩანაწერის უეჭველობისა და ავთენტურობის საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა დადგინდეს, რამდენად რეალისტურია განზრახვა. ესეც გამოძიების პრეროგატივა და საკითხია. ტერორიზმი, როგორც მოვლენა, სრულიად მიუღებელია მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მაგრამ, ამ შემთხვევაში, პანკისის ხეობაზე გავამახვილებ ყურადღებას.
ვინც ერთხელ მაინც არის პანკისში ნამყოფი, იცის, რომ პანკისის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ტერორიზმი, როგორც მოვლენა, მიუღებელია და ტერორიზმს პანკისის ხეობის ყველა მოსახლე გმობს. თემირლან მაჩალიკაშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ეპიზოდები განსხვავებულია. შვილის საქმეზე გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს, მამის ჩანაწერზე ავთენტურობა და განზრახვის უეჭველობა უნდა დადგინდეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები