“საქართველომ მრავალი თვალსაზრისით ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, ამის შესახებ რეგიონში კონსენსუსია”

“საქართველომ მრავალი თვალსაზრისით ბრწყინვალე შედეგი აჩვენა, ამის შესახებ რეგიონში კონსენსუსია”, – ეს განცხადება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარმა, ფრედ სტარიმ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.
მისი თქმით, საქართველო მიღწეულ შედეგებს არ უნდა დასჯერდეს.
„საქართველომ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა მრავალი თვალსაზრისით, ამის შესახებ არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი რეგიონებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა მიღწეულ შედეგებს უნდა დასჯერდეს. მაგალითად, უზბეკეთი დიდ ხნის მანძილზე აკვირდებოდა და სწავლობდა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესს და მიბაძა კიდეც მას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მაღალი კონკურენციის პირობებში მოუწევს ცხოვრება. ერთი მხრივ, გილოცავთ მიღწეულ შედეგებს, მეორე მხრივ, მოგიწოდებთ, არ შეინარჩუნოთ ტემპი და განაგრძოთ განვითარება“, – განაცხადა ფრედ სტარიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები