ლუკ კოფი: საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი

“საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი”, – ამის შესახებ Heritage Foundation-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ლუკ კოფმა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწორ გზაზე განაგრძობს სვლას, სვლის ტრაექტორია სწორია და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი.
„დემოკრატია არის პროცესი და არა – დამდგარი შედეგი. ყოველი ქვეყანა ცდილობს, გახდეს უკეთესი. ზოგიერთი ამას წარმატებით ახერხებს, ზოგს აქვს შიდა პრობლემები. ჩემთვის პირადად, მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო სწორ გზაზე განაგრძობს სვლას, მისი სვლის ტრაექტორია სწორია და სწორედ ეს არის ნიშანდობლივი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, იყოს ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის დამსახურებული წევრი. სწორედ ეს მგონია მართებული ხედვა ნაცვლად იმისა, რომ ვითხოვდეთ ასპროცენტიან სრულყოფილებას საქართველოსგან“, – განაცხადა ლუკ კოფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები