მაია ცქიტიშვილი: სახელმწიფოს ინტერესი მედიათავისუფლების შეზღუდვა არ არის

ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ინტერესი მედიათავისუფლების შეზღუდვა არ არის.
​მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის სიტყვის თავისუფლება პრიორიტეტია.
“გამოვრიცხავ ყველანაირ ეჭვს, რომ სახელმწიფო ცდილობს, „რუსთავი 2-ის“ ან რომელიმე სხვა მედიასაშუალების თავისუფლება რამე ფორმით შეზღუდოს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მედიათავისუფლების რამე ფორმით შეზღუდვას არ ვახორციელებთ. ყველა ეჭვს, რომელიც ამასთან დაკავშირებით გამოითქმებოდა წინა წლებშიც, აღმოჩნდა, რომ არანაირი საფუძველი ჰქონია.
დამერწმუნეთ, სახელმწიფოს ინტერესი არანაირად არის მედიათავისუფლების შეზღუდვა, პირიქით, ჩვენი ყველა ქმედებით, მათ შორის – საკანონმდებლო დოზენე, როდესაც ახალი ტელევიზიის რეგისტრაცია და გახსნაც არის მარტივი, არაერთი ქმედებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მედიათავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას აქვს უპირველესი პრიორიტეტი. ეს არის ის დემოკრატიული თავისუფლება და უფლებები, რომელსაც ჩვენ პირველი რიგის პრიორიტეტებად ვაყენებთ და ჩვენი ქმედებებით ამას ვადასტურებთ”, – აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები