პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა

წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება. პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.
ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა. ცვლილებები საქართველოს მთავრობამ მოამზადა, ახალი დღესასწაულის დაწესების ინიციატივა კი საპატრიარქოს ეკუთვნის. 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები