მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში 15:00 საათზე უნდა მივიდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე ისევ დაიბარა.
მაჩალიკაშვილი უწყებაში გამოკითხვაზე 15:00 საათზე უნდა მივიდეს.
ამასთან, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება მაჩალიკაშვილის ახლობელი, ასლან მარგოშვილი. მისი დაკითხვა ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
ცნობისათვის, გუშინ სუს-მა აუდიომასალა გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავდა მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილთან, მორის (ჰუსეინი) მაჩალიკაშვილთან ერთად სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის “განადგურებას” მისი მამის საფლავზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები