დნეპროპეტროვსკში აქტივისტზე თავდასხმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის რაიონში ადგილობრივ აქტივისტზე ძალადობის ბრალდებით პილიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რაიონის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, რამდენიმე მამაკაცი თავს დაესხა ადგილობრივ აქტივისტს, სცემა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები ადგილიდან მიიმალნენ, დაშავებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ის 25 წლის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.
ამ დროისთვის, პოლიცია მეორე ბოროტმოქმედის ძებნას აგრძელებს. ცივი იარაღის გამოყენებით ჩადენილი თავდასხმისთვის კანონი თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები