თეა წულუკიანი: ჰააგის სასამართლოს მიზანია, ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს

“ჰააგის სასამართლოს მიზანია, აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართლებრივად ამის დადგენა ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჰააგის გამოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მორიგი სამუშაო ვიზიტი გვაქვს ჰააგის სასამართლო პროკურატურიდან. ასეთი ვიზიტები მრავლად გამართულა და მომავალშიც გაიმართება, რადგან მათი პროცედურა ამას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენ გარეშე – სახელმწიფოს გარეშეც იყვნენ მსხვერპლებთან, მათ დამცველებსა და უფლებადამცველებთან კავშირზე, ასევე, თქვენ, მედიასა და საზოგადოებას მოგცეთ საშუალება, პირველმა წყარომ, თავად პროკურატურამ, ფატუ ბენსუდას უწყებამ მოგაწოდოთ ინფორმაცია – როგორია გამოძიების წესები, რა მიზანს ვისახავთ ყველა ერთად. მიზანი არის ერთი, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ასევე, დავადგინოთ ჭეშმარიტება ქართველთა წმენდის ეპიზოდში, რომელიც შეიძლება ჩვენ ვიცით, რადგანაც ფაქტები გვახსოვს, მაგრამ სამართლებრივად ამის დადგენა ჩვენი მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები