სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვახშამი გაიმართა – “ორივე ერმა იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ბრძოლის ფასი”

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში, პოლონეთის პრეზიდენტის სახელით ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ქართველი და პოლონელი ხალხის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.
პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სწრაფი ინტეგრაცია უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია, პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ ხალხსა და პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს გვერდში დგომისა და ერთგულებისათვის.
,,ჩვენს ხალხებს აერთიანებს ის, რომ ორივე ერმა იცის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ბრძოლის ფასი. ჩვენ გვაერთიანებს ქრისტიანული ფესვები, რომელიც, ასევე, ევროპული ფესვებიცაა.
ეს ღირებულებები და ფასეულობები არ ისწავლება. ეს ღრმადაა ჩანერგილი ჩვენს კულტურასა და ერის იდენტობაში. ამ ღირებულებებით მოვდივართ ჩვენც და პოლონელი ხალხიც”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები