მამუკა ბახტაძე: საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უერთდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის 10 წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
„დღეს საქართველო უერთდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს. 10 წლის წინ, 7 მაისს, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ დავაარსეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობა”. დღეს კი ჩვენ სიამაყით აღვნიშნავთ ჩვენი მტკიცე პარტნიორობისა და ერთობლივი წარმატებების მე-10 წლისთავს”, – წერს მამუკა ბახტაძე „ტვიტერში” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები