ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გზა გაწმედნილია ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 37-ე კმ-მდე და პარალელურ რეჟიმში, გაწმენდითი სამუშაოები ომალოს მხრიდანაც იწყება.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების – კერძოდ, აპრილის თვეში უხვი ნალექის გამო – 15 აპრილს დაიწყო. ამასთანავე, გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე ჩამოსული იყო დიდი ზომის ლოდები, ასევე, აღნიშნული გზის 56-ე კმ-ის ზემოთ ჯერ ისევ თოვლია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წინა წლებში არ დაფიქსირებულა, რამაც სამუშაოები დროებით შეაფერხა.
ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები