საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა საჩუქრები გაცვალეს

ვარშავაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის შემდეგ, მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ანდჟეი დუდას ვერცხლის საღვინე ჭურჭელი – ხრიკა და პერანგის მაჯის სამაგრები უსახსოვრა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტი, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ვიზიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
ხვალ დაგეგმილია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოს დათვალიერება და საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს ვარშავის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები