პეტრო პოროშენკო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ის “ევრომაიდანელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე” უნდა დაიკითხოს.
როგორც გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიების მართვის უფროსი, სერგეი გორბატიუკი აცხადებს, ეს პრეზიდენტის რიგით მეორე დაკითხვაა. პოროშენკო მოწმის სახით არის გამოძახებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები