“შერემეტიევოში” ბორტგამცილებელმა მგზავრები გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა
ბორტგამცილებელი მაქსიმ მოისეევი, რომელიც “შერემეტიევოში” თვითმფრინავზე გაჩენილი ხანძრის გამო დაიღუპა, ცეცხლმოკიდებული ლაინერის უკანა ნაწილში მგზავრების გადარჩენას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ТАСС ავრცელებს.
20 წლის მაქსიმი მგზავრებთან ერთად ლაინერის უკანა ნაწილში იმყოფებოდა, რომელიც მიწაზე დაშვების შემდეგ აალდა. ბორტგამცილებელი უკანა კარის გაღებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა; ამიტომ ის მგზავრებს ეხმარებოდა, წინა კარებიდან დაეტოვებინათ თვითმფრინავი გასაბერი ტრაპით. მან ვერ დატოვა თვითმფრინავი და დაიღუპა.